საზოგადოება ალეკო აბაშიძეს ემშვიდობება

05 სექტემბერი 2023, 15:08 951 ნახვა

ბათუმი ალეკო აბაშიძეს ემშვიდობება. აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ღვაწლმოსილ ოპერატორს ამ წუთებში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ. იქ იმყოფებიან  არხის თანამშრომლები, რომლებიც უფროსს კოლეგას ვიდეო-კამერების კორიდორს მოუწყობენ.

ალეკო აბაშიძეს, დღეს, უკანასკნელად რამდენიმე წუთში მოასვენებენ აჭარის ტელევიზიის შენობასთან, სადაც 31 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი თაობა გამოზარდა, არხს კი მნიშვნელოვანი და უნიკალური საარქივო ფონდი დაუტოვა. გამოცდილმა ოპერატორმა საკუთარი ძალები კინოშიც მოსინჯა. ის მთავარ როლს ასრულებს ზაზა ხალვაშის ფილმ ,,ნამეში“, რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული.

ალეკო აბაშიძე იყო გამორჩეული, კოლორიტი ბათუმელი, როგორც მას უკვე უწოდეს ,,ქალაქის უკანასკნელი ჯენტლმენი“. 

ამ ყველაფერთან ერთად მთავარი მაინც ის სიყვარულია, რომელიც ალეკო ბიძიამ ხალხისგან დაიმსახურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში