სანდასუფთავების სამსახურის მოწოდება

05 სექტემბერი 2023, 18:11 677 ნახვა

ბათუმის სანდასუფთავების სამსახური განცხადებას ავრცელებს- ქალაქის ტერიტორიაზე ხშირია სხვადასხვა სახის მეორეული საოჯახო ავეჯის ნაგავშემკრები კონტეინერების მიმდებარედ განთავსების ფაქტები, რაც აბინძურებს გარემოს. საოჯახო ავეჯით გარემოს დანაგვიანება იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირის - 1 500 ლარის ოდენობით. ბათუმის სანდასუფთავების სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მსგავსი ტიპის ნივთების გატანის მიზნით დარეკონ შპს ,,სანდასუფთავების“ ცხელი ხაზის ნომრებზე

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში