გამომშვიდობება ალეკო აბაშიძესთან

05 სექტემბერი 2023, 19:47 863 ნახვა

ბათუმი ალეკო აბაშიძეს დაემშვიდობა.აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და ღვაწლმოსილი ოპერატორი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს. ადგილზე  იმყოფებოდნენ არხის თანამშრომლები, რომლებმაც უფროსს  კოლეგას ვიდეო- კამერების კორიდორი მოუწყვეს. ალეკო აბაშიძე,  უკანასკნელად მოასვენეს აჭარის ტელევიზიის შენობასთან, სადაც 31 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი თაობა გამოზარდა , არხს კი  მნიშვნელოვანი  და უნიკალური საარქივო ფონდი დაუტოვა.  გამოცდილმა ოპერატორმა საკუთარი ძალები კინოშიც მოსინჯა. ის მთავარ როლს ასრულებს ზაზა ხალვაშის ფილმ ,,ნამეში“ , რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული. ალეკო აბაშიძე იყო გამორჩეული, კოლორიტი ბათუმელი, როგორც მას უკვე უწოდეს ,,ქალაქის უკანასკნელი ჯენტლმენი“.  ამ ყველაფერთან ერთად მთავარი მაინც ის სიყვარულია, რომელიც ალეკო ბიძიამ ხალხისგან დაიმსახურა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში