თურქეთსა და ბულგარეთში ძლიერ წყალდიდობებს მსხვერპლი მოჰყვა

06 სექტემბერი 2023, 11:40 637 ნახვა

ძლიერი წყალდიდობაა  სტამბოლში.ქუჩები მდინარეებად გადაიქცა, დატბორილია სახლები და ავტომობილები. სტიქიამ ბაშაქშეჰირის რაიონში ორი ადამიანი იმსხვერპლა. ოთხი ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. წყალდიდობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება.თურქეთის ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია კირკლარელში დატბორილ რაიონებში , ადამიანებია ჩარჩენილი. სამაშველო ოპერაციაში  ვერტმფრენია ჩართული, რომელიც სტიქიის რაიონს  ჰაერიდან აკონტროლებს. ძლიერი წყალდიდოობაა თურქეთის მეზობელ ბულგარეთშიც. სტიქიამ ორი ადამიანი იმსხვერპლა ცარევოს მუნიციპალიტეტში. შავი ზღვის სანაპიროზე დაიტბორა ბუნგალოები და სასტუმროები. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში