გერმანიის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს

06 სექტემბერი 2023, 16:00 636 ნახვა

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ნახევარფინალისტი გერმანიის ნაკრები გახდა. გორდონ ჰერბერტის შეგირდები მეოთხედფინალურ ეტაპზე ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 81:79 დაამარცხეს.

გერმანიის ნაკრებს ტრავმიდან დაბრუნებულმა ფრანც ვაგნერმა ულიდერა,რომელმაც 16 ქულა, 3 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა. ლატვიელთა რიგებში კი საუკეთესო 24 ქულითა და 8 გადაცემით არტურს ზაგარსი იყო. 

ამგვარად, უკვე ცნობილია მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური წყვილი. 8 სექტემბერს ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს აშშ და გერმანია დაუპირისპირდებიან. იმავე დღეს სერბეთის ნაკრები სლოვენიასა და კანადას შორის უმჯობესს შეხვდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში