ნიკა მელიას დაკავების საქმეზე თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია - სტრასბურგის სასამართლო

07 სექტემბერი 2023, 14:33 587 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვტილება გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია თავისუფლების, უსაფრთხოების უფლების დარღვევას და უფლებების შეზღუდვის გამოყენების ფარგლების დარღვევას.

როგორც ევროსასამართლოს გამოქვეყნებულ რელიზსა და გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, ნიკა მელიას მტკიცების საპირისპიროდ, არ ჩანს, რომ ის იყო ერთადერთი პირი, რომლის მიმართაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

რაც შეეხება გირაოს პირობებს, ხელისუფლებამ არ შეზღუდა განმცხადებლის საპარლამენტო მანდატის შესრულება, რის შედეგადაც მან მოიპოვა განახლებული ადგილი პარლამენტში, რათა მონაწილეობა მიეღო საპარლამენტო არჩევნებში.

მელია ითხოვდა სასამართლოს დაედგინა ორი მუხლის დარღვევა - რომ მისი დაკავება იყო არაკანონიერი და რომ ეს იყო პოლიტიკური ხასიათის. სასამართლომ არც ერთი დარღვევა არ დაადგინა.

საქმე ეხებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა მელიას 2019 წელს დაპატიმრებასა და ელექტრონული სამაჯური მიმაგრებას. სასამართომ დასაშვებად ცნო სარჩელი და დაადგინა, რომ არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მხულის პირველი პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება). ასევე, სასამათლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებებს შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას კონვენციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. ასევე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კონვეცნიის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის ფარგლებში ცალკე საკითხი არ წარმოიქმნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში