უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

08 სექტემბერი 2023, 10:15 449 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მტერმა განახორციელა 7 სარაკეტო დარტყმა, 74 საჰაერო დარტყმა, ასევე 46 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა სუმისა და ხარკოვის რაიონებში. ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის რაიონებში 25-ზე მეტი დასახლება დაიბომბა"- აცხადებენ გენშტაბში.

მძიმე ბრძოლები გრძელდება კუპიანსკის, ლიმანის, ავდეევკის, მარინკისა და შახტერსკის მიმართულებით, თუმცა როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, საოკუპაციო ძალები წინსვლას ვერ ახერხებენ. უკრაინელები კონტრშეტევას განაგრძობენ მელიტოპოლის მიმართულებით.

მათივე ცნობით, უკრაინელი დამცველები წარმატებულები არიან ბახმუტის სამხრეთით და რობოტინოს სამხრეთით, ანაცვლებენ მტერს თავიანთი პოზიციებიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში