საერთაშორისო ტურნირი წყალბურთში

08 სექტემბერი 2023, 17:52 804 ნახვა

ტრადიციული საერთაშორისო მეათე ტურნირი წყალბურთში „ბრეუსის თასი 2023“ დასრულდა. შეჯიბრებაში საქართველოს გუნდებთან ერთად ლატვიის „ვილნიუსი“ და ყაზახეთის „ასტანა“ მონაწილეობდნენ. ტურნირი წრიული სისტემით გაიმართა. ჩემპიონი თბილისის „დინამო“ გახდა, მეორე ადგილზე „ვილნიუსი“ გავიდა, „ბათუმი“ კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა. ორგანიზატორთა განცხადებით, მომავალი წლიდან შეჯიბრება უფრო მასშტაბური გახდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში