სტიქიის შედეგები

08 სექტემბერი 2023, 20:22 564 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის. ის სახლში მარტო იმყოფებოდა. სტიქიას ებრძვიან ქობულეთშიც- ქობულეთის მერიის ინფორმაციით,  ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. სტიქია საქართველოში - თემის დეტალები ჩვენს რეპორტაჟში

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში