ღია საერთაშორისო ტურნირი უშუ-ში

08 სექტემბერი 2023, 20:36 723 ნახვა

დღეს ბათუმში დაიწყო ტრადიციული ღია საერთაშორისო ტურნირი უშუში, რომელსაც ჩვენი ქალაქი უკვე მეოთხედ მასპინძლობს. წლევანდელ ტურნირში რვა ქვეყნის ორასამდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებები გაიმართება როგორც ტაოლუში, რაც სანახაობრივ მხარეს და სხვადასხვა საბრძოლო იარაღით ასპარეზობას მოიცავს, ასევ ორთაბრძოლა სანდაში. ტურნირი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აქვე გეტყვით, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 35 000 ლარია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში