ახალგაზრდა ძიუდოისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე 

09 სექტემბერი 2023, 10:10 563 ნახვა

კიდევ ერთი ოქრო და ბრინჯაოც, ჯამში, ორი მედალი - ასეთია ირაკლი ცირეკიძის გუნდის მონაგარი ჰააგაში, ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს. ამჯერად, ევროპის ჩემპიონი გიორგი ტერაშვილი გახდა, ბრინჯაოს კი ლუკა ბაბუციძე დაეუფლა.

ჩვენი ნაკრების ორდღიანი საერთო მონაგარი 3 მედალი გახდა - 2 ოქრო და ერთი - ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ პირველივე დღეს 66 კილოგრამში თბილისელმა თენგო ზირაქაშვილმა გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრები ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი მხოლოდ იტალიას ჩამოვრჩებით. აპენინელთა ანგარიშზე 4 ოქროა, აქედან 3 გოგონებში მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში