სამშენებლო მასალების გამოფენა 

09 სექტემბერი 2023, 10:15 822 ნახვა

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა გრძელდება. გამოფენის მეორე დღესაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებლებს საკუთარ შეთავაზებებს აცნობენ. 

სპორტის სასახლის შენობაში მოწყობილ პავილიონში 80-მდე კომპანიას აქვს წარმოდგენილი პროდუქცია, მათ შორის არიან, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მწარმოებლები. 

ორგანიზატორების განცხადებით, გამოფდენის მთავარი მიზანი პროდუქციისა და სერვისების პოპულარიზაცია და კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. 

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა წელს მეთორმეტედ იმართება. ის სამ დღეს გაგრძელდება. სამშენებლო ინდუსტრიის სიახლეების გაცნობა დამთვალიერებელს ხვალაც შეეძლება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში