პრეზიდენტის სამძიმარი

09 სექტემბერი 2023, 12:00 576 ნახვა

გურიაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან და ეროვნულ არქივში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

იგი სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს, ხოლო ხანძართან დაკავშირებით ამბობს რომ არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს და წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს.

მისი თქმით ქართულ საზოგადოებას დაფიქრება სჭირდება იმაზე, თუ რამდენად მიეკუთვნება ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას. ვაგრძელებთ ძველებურად - ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში