სტიქია გურიაში 

09 სექტემბერი 2023, 12:08 769 ნახვა

სტიქიის ზონაში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში სამაშველო და სალიკვიდაციო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გუშინდელ სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები მუშაობენ ყველა იმ სოფელში, რომელიც გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. სტიქიის შედეგად კი ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში 10-ზე მეტი ასეთი სოფელია. 20-მდე სახლი სრულად განადგურებულია.

დაზიანებული სახლებიდან ხდება მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. სახიფათო ადგილებიდან უკვე 62-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში