სტიქია გურიაში 

09 სექტემბერი 2023, 15:08 648 ნახვა

სტიქიის შედეგებს ებრძვიან გურიაში - ლანჩხუთსა და ოზურგეთში სამაშველო და სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. გუშინდელ სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშველები მუშაობენ ყველა იმ სოფელში, რომელიც გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. სტიქიის შედეგად კი ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში 10-ზე მეტი ასეთი სოფელია. 20-მდე სახლი სრულად განადგურებულია.

დაზიანებული სახლებიდან ხდება მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში