მაროკოში დაღუპულთა რიცხვი 1037-მდე გაიზარდა

09 სექტემბერი 2023, 17:33 660 ნახვა

1037-მდე გაიზარდა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მაროკოში. დაშვებულია 670-ზე მეტი მოქალაქე. მარაკეშიდან სამხრეთ დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა, რასაც 19 წუთის შემდეგ კვლავ მიწისქვეშა განმეორებითი ბიძგები მოჰყვა.

ყველაზე მეტად დაზიანებულია ქალაქი მარაკეში. ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები, სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვნენ მაროკოს სამეფო ძალების რაზმები, სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეები დაშავებულებისთვის სისხლს აბარებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში