სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ დიდი 10-ის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

09 სექტემბერი 2023, 19:02 957 ნახვა

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ დიდი 10-ის 2023-2024 წლების სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ირაკლი ნინიძის გუნდმა პირველი ტურის შეხვედრაში სტუმრად თბილისის "აკადემია" დიდი ანგარიშით 3:73 დაამარცხა.

ბათუმელებმა მეტოქეს საერთო ჯამში 11 ლელო დაუდეს. შეხვედრაში დუბლი ვიტალი ირემაძემ, ლუკა ვადაჭკორიამ და ლაშა ფოფხაძემ შეასრულეს, თითო ლელო კი, ედვინ სასმა, გიორგი წიკლაურმა, მამუკა ნინიძე, თულანი ენჯეჯემ და გიორგი მენაბდემ გაიტანეს.

მომდევნო შეხვედრას შავიზღვისპირელები 15 სექტემბერს შინ „ხვამლთან“ გამართავენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში