კოკო გაუფი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია

10 სექტემბერი 2023, 10:44 708 ნახვა

ქალთა შორის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული კოკო გაუფი გახდა. 19 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში ბელარუსი, არინა საბალენკა სამ სეტში, 2:6, 6:3, 6:2 დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტი საბალენკას სრული დომინაციით წარიმართა მან ორი ბრეიკის შესრულება შეძლო და სააბოლოდ 2:6 მოიგო, მომდევნო ორ სეტში კი, კოკომ თამაშის ხარისხს მოუმატა 6:3, 6:2 იმარჯვა და კარიერაში დიდი სლემის მოგება პირველად მოახერხა.

კოკო გაუფი ამერიკის ღია პირველობის მოგებისთვის 3 მილიონ აშშ დოლარს და 2 ათას სარეიტინგო ქულას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფინალური მატჩი უკვე მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში გაიმართება.ტიტულისთვის ერთმანეთს ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და რუსი, დანილ მედვედევი დაუპირისპირდებიან.ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში