ქართველი ძიუდოისტების მესამე ოქრო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 

10 სექტემბერი 2023, 10:30 543 ნახვა

ჰააგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 20 წლამდელ ძიუდოისტთა შორის საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ჩვენს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მძიმეწონოსანმა შალვა გურეშიძემ მოუტანა, რომელმაც ფინალში კვიპროსელი იანის ანტონიუ იპონით დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

გურეშიძემ ფინალამდე ბერძენი, ესტონელი და თურქი მეტოქეები დაამარცხა. ირაკლი ცირეკიძის შეგირდებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონები თენგო ზირაქაშვილი და გიორგი ტერაშვილი გახდნენ, ბრინჯაო კი ლუკა ბაბუციძის ანგარიშზეა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო მეორე ადგილზე გავიდა, ვაჟთა შორის კი პირველი იყო. დღეს ევროპის ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში