ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკები დაიხურა

10 სექტემბერი 2023, 14:18 502 ნახვა

ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ანაკლიის ბანაკმა 2023 წელს სულ 2337 ახალგაზრდას 10 ნაკადად უმასპინძლა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე დაესწრო. მან ბანაკის მნიშვნელობასა და მის სამომავლო განვითარებაზე ისაუბრა.

ასევე, მადლობა გადაუხადა ბანაკების სათანადო ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ ყველა პირს და ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

ახალგაზრდულ ბანაკებს  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ახალგაზრდობის სააგენტო მართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში