„დიდი ოცეულის“ ერთობლივი დეკლარაცია და უკრაინის კრიტიკა

10 სექტემბერი 2023, 14:04 536 ნახვა

ინდოეთში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეთანხმდა. ქვეყნის პრემიერის განცხადებით, დეკლარაციის მიხედვით „ოცეულის ჯგუფი“ უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შეჯერდა. ტექსტში არ არის გათვალისწინებული რუსეთის ქმედებების დაგმობა.

დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაერო-ს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ ეს მოწოდება კონკრეტულ ქვეყანას არ ეხება - არც რუსეთი და არც სხვა ქვეყნები მოიხსენიება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი მიღებულ დეკლარაციას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის აგრესიის ნაწილში „დიდ ოცეულს“ საამაყო არაფერი აქვს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში