სტიქიის შედეგები გურიაში

10 სექტემბერი 2023, 12:05 568 ნახვა

გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მესამეა დღეა მიმდინარეობს. იწმინდება ცენტრალური გზა. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით საჭირო სამუშაოების განსახორციელებლად დამატებითი ტექნიკა ბათუმიდან მიიღეს. მისი თქმით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 200-მდე ადამიანია გაყვანილი ბოლო ინფორმაციით, რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 4 სოფელია დარჩენილი. ადგილზე მუშაობენ გეოლოგები.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში