უმცროსი „ჯვაროსნები“ მოლდოვასთან მატჩისთვის ემზადებიან 

10 სექტემბერი 2023, 14:00 553 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 12 სექტემბერს მოლდოვის 21-წლამდელთა ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის მზადებას კიშინიოვის "ზიმბრუს" საწვრთნელი კომპლექსის მოედანზე აგრძელებს. ახალგაზრდული ნაკრები მოლდოვასთან მატჩს დანაკლისით ხვდება.

გუნდს გიბრალტართან მატჩში მიღებული ტრავმის გამო "ბაზელის" ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა გამოაკლდა. 21-წლამდელთა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჩვენმა ახალგაზრდულმა 6 სექტემბერს, გიბრალტართან საშინაო გამარჯვებით 2:0 დაიწყო.

12 სექტემბერს მოლდოვა-საქართველოს 21-წლამდელთა მატჩს კიშინიოვის "ზიმბრუს" სტადიონი უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში