მოსკოვი „დიდი ოცეულის“ სამიტით კმაყოფილია 

10 სექტემბერი 2023, 14:15 582 ნახვა

„დიდი ოცეულის“ სამიტი, რომელიც ინდოეთში გაიმართა წარმატებით შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა სამიტის დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს.

”ძირითადად, გლობალური სამხრეთის კონსოლიდირებული პოზიციის წყალობით, შესაძლებელი გახდა დასავლეთის მცდელობის აღკვეთა, მოეხდინათ სამიტის დღის წესრიგის უკრაინიზაცია განვითარებადი ქვეყნების გადაუდებელი ამოცანების განხილვის საზიანოდ", - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში