სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა იზრდება

10 სექტემბერი 2023, 14:01 577 ნახვა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა იზრდება. სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, ახალი სანგრების გათხრა სცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს მორიგი დეზინფორმაციაა.

გავრცელებული ცნობით, გვიან ღამით სომხურმა ძალებმა აზერბაიჯანის ჯარს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც „საპასუხო“ ზომები მოჰყვა.

სომხეთი ბრალდებას ცეცხლის გახსნის შესახებ უარყოფს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში