კანადის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

10 სექტემბერი 2023, 15:00 612 ნახვა

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანადის ნაკრებმა აშშ-ის ნაკრები ოვერტაიმში 127:118 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კანადელთა მხრიდან საუკეთესო დილონ ბრუქსი იყო, რომელმაც 39 ქულა, 4 მოხსნა და 5 გადაცემა დააგროვა. აშშ-ს კი 24 ქულით, 5 მოხსნითა და 3 გადაცემით ენტონი ედვარდსმა ულიდერა.

შეგახსენებთ,რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გერმანიასა და სერბეთს შორის დღეს, 16:45 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში