„ბათუმის თასი 2023“ თბილისის „დინამომ“ მოიგო  

10 სექტემბერი 2023, 20:03 685 ნახვა

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის - „ბათუმის თასი 2023“-ის ფარგლებში დღეს 2011 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „დინამოსა“ და რიგის „ერეფსი“ (RFC) დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მესამე ადგილზე ქუთაისის „ტორპედო“ გავიდა. ტურნირზე სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინეს.

წინ კიდევ სამი ტურია, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება. მათ შორის იქნება ტურინის „იუვენტუსის“ ასაკობრივი გუნდიც, რომელმაც შარშანდელი გათამაშება მოიგო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში