გურიაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

11 სექტემბერი 2023, 10:04 497 ნახვა

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გვიან ღამით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბნიდან 7 მოქალაქე გამოიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, მეხანძრე-მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ორასზე მეტი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნები და მოზარდები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.

რეგიონში მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

სტიქიასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, 9 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ასევე, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში