ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამარჯვება კობი ბრაიანტს მიუძღვნა

11 სექტემბერი 2023, 11:01 532 ნახვა

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ამერიკის ღია პირველობაზე ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფი შედგა. ამერიკის ღია პირველობის ფინალში ლეგენდარულმა სერბმა დანიილ მედვედევს მოუგო. ეს არის ჯოკოვიჩის მეოთხე ჩემპიონობა ამერიკის ღია პირველობაზე, დიდი სლემის ტურნირი კი კარიერაში 24-ედ მოიგო.

ნოლემ წელს ოთხიდან სამი დიდი სლემი მოიგო, მხოლოდ უიმბლდონზე ვერ შეძლო ჩემპიონობა, სადაც კარლოს ალკარასთან წააგო ფინალი.

ნოლემ დიდი სლემის 24-ე ტიტული კობი ბრაიანტს მიუძღვნა - გამარჯვების შემდეგ მან ლეგენდარული კალათბურთელის 24-ნომრიანი მაისური გადაიცვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში