ვლადივოსტოკში პუტინი-კიმის შეხვედრას ელოდებიან

11 სექტემბერი 2023, 10:44 677 ნახვა

რუსეთის შორეული აღმოსავლეთში ქალაქ ვლადივოსტოკში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინისა და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრას ელოდებიან. მხარეები  აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში  იარაღის მიწოდებისა და სხვა სამხედრო თანამშრომლობის საკითხების განხილვას გეგმავენ. ფორუმი მუშაობას 13 სექტემბრამდე გააგრძელებს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია მათი ლიდერის რუსეთში ვიზიტის შესახებ  დუმს.  კიმი-პუტინის შეხვედრის შესახებ პირველად ინფორმაცია ნიუ-იორკ-თაიმსმა  აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოზე დაყრდნობით გაავრცელა.

კრემლი კომენტარისგან თავს იკავებს.  მოსკოვი და ფხენიანი უარყოფენ,  რომ ისინი იარაღზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ასეთი მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ვაშინგტონმა იარაღის მიწოდების შესახებ ფხენიანი გააფრთხილა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში