აჭარის საიმიჯო კამპანია Euronews-ზე

11 სექტემბერი 2023, 12:04 527 ნახვა

„აღმოაჩინე აჭარა'' - იუნესკოს მიერ დაცული ბუნება, უნიკალური ქართული სტუმართმოყვარეობა, არქიტექტურა“ - ასე იწყებს ევრონიუსი აჭარის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟს. ევრონიუსის გადაცემა „Explore”-ის მილიონობით მაყურებელი ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს, ქალაქის ძველ და თანამედროვე იერ-სახეს, ეკო-ტურისტულ მიმართულებებს, ქართულ გასტრონომიას, ფოლკლორს და ღვინის დაყენების 8 000 წლოვან ტრადიციას გაეცნო. ევრონიუსის ობიექტივში მოხვდა აჭარის ტყეები და ნაკრძალები.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი, გერმანელი, სომეხი და თურქი ჟურნალისტები.

წელს, ევრონიუსზე აჭარის ორთვიანი საიმიჯო კამპანია მიმდინარეობდა. საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერში რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეცნო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში