გურიაში სტიქიის შედეგებს ითვლიან

11 სექტემბერი 2023, 12:00 502 ნახვა

გურიის რეგიონში სტიქიის შედეგებს ითვლიან. 200 შესწავლილი ოჯახიდან 80 გასახლებას ექვემდებარება, რაზეც გეოლოგები საუბრობენ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურიის რეგიონში ყოფნისას განაცხადეს, ამ წუთისთვის გარესამყაროს მოწყვეტილი არცერთი სოფელი არ არის. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ წლების განმავლობაში ითხოვდნენ გასახლებას მეწყერსაშიში ზონებიდან, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოდან რეაგირება არ იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში