მაროკოში მიწისძვრამ 2 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

11 სექტემბერი 2023, 11:08 539 ნახვა

მაროკოში ყველაზე გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გადარჩენილები საკვების, წყლისა და თავშესაფრის მიღებისთვის იბრძვიან მაშინ, როცა  შორეულ სოფლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა გრძელდება.

სტიქიამ  2 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა,  სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა  მაროკოს ერთდროულად რამდენიმე ქალაქში პარასკევს მოხდა.

სოფელ მულაი ბრაჰიმის  მკვიდრებს ნანგრევების გასუფთავება და გადარჩენილთა ძებნა საკუთარი ძალებით  უწევთ, რადგან ამ სოფლამდე მაშველთა ჯგუფებს და სპეციალურ ტექნიკას ჯერაც არ მიუღწევია.  მათ შიშველი ხელებით  ნანგრევებიდან უკვე რამდენიმე გარდაცვლილი  ამოიყვანეს. 

მაროკოში პარასკევს  მომხდარი მიწისძვრა  ყველაზე დამანგრეველი იყო 1960 წლის შემდეგ. მაშინ სტიქიამ  12 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში