მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატის წინ ქართველი მებრძოლები საწვრთნელ შეკრებას ყაზახეთში გადიან

11 სექტემბერი 2023, 20:22 604 ნახვა

14-15 ოქტომბერს იაპონიის დედაქალაქი კონტაქტურ კარატეში მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც სპორტსმენები ყველაზე პრესტიჟულ წონით კატეგორიაში პლანეტის უძლიერესი მებრძოლის ტიტულისთვის იბრძოლებენ. საქართველოს ნაკრების ღირსებას ტურნირზე მხოლოდ ორი ბათუმელი სპორტსმენი დავით მსხალაძე და დათა ფუტკარაძე დაიცავენ. ჩემპიონატისთვის მზადების პირველი ეტაპი ჩვენმა სპორტსმენებმა ბაკურიანში გაიარეს, ამჟამად კი ასტანაში იმყოფებიან, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გადიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ყაზახეთის გუნდის წევრი, მსოფლიო თასის გამარჯვებული და ტოკიოს კიუშუს ყველა ჩემპიონატის 2023 წლის გამარჯვებული ანჟეი კინზერსი შეკრებას ჩვენს სპორტსმენებთან ერთად გადის და ქართველი მებრძოლების კონკურენტადაც ითვლება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში