მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 681-მდე გაიზარდა

11 სექტემბერი 2023, 21:51 508 ნახვა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 681-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2 501 მოქალაქე. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ სამაშველო ჯგუფები ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კატარიდან.

მედიის ინფორმაცით, მიწისძვრის ზონის დიდი ნაწილი ძნელად მისადგომ რაიონებშია და ხელისუფლებას არ გაუკეთებია ამ ტერიტორიაზე მცხოვრები დაკარგული ადამიანების აღწერა.

სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით  300 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა მარაკეშსა და მის მიმდებარე რაიონებში.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში