ქართველი ძალოსანი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა 

12 სექტემბერი 2023, 10:05 572 ნახვა

ქართველი ძალოსანი კახი ასანიძე, რომელიც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟია, დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა. ინფორმაცია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფედერაციამ უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები და დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის მიმართა შესაბამის უწყებებს.

„ჩვენი ფედერაციის პოლიტიკა, წლების განმავლობაში არის სპორტში სისუფთავე და სამართლიანობა. სწორედ ამიტომ ამჟამადაც ვიბრძვით თამაშის წესების დაცვით და გავაგრძელებთ იგივეს", - აღნიშნულია ძალოსნობის ფედერაციის განცხადებაში.  

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე 11 სექტემბერს უნდა გამოსულიყო რეზი დავითაძე, თუმცა, ასე არ მოხდა. რა გახდა შეჯიბრიდან მისი ჩახსნის მიზეზი უცნობია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში