მაროკოში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

12 სექტემბერი 2023, 11:44 565 ნახვა

73 წლის  მაროკოელი გლეხი  მოჰამედ ოუჩენი 8 სექტემბრის გამანადგურებელ მიწისძვრას ცოცხალი გადაურჩა, თუმცა უსახლკაროდ.

ქალაქ მარაქეშის სამხრეთით ტიკეხტეს მთაზე მცხოვრები ამბობს, რომ  შიშველი ხელებით ცდილობდა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მეზობლებისა და ახლობლების გადარჩენას. მოჰამედის თქმით, მან და  რამდენიმე თანასოფლელმა  ნანგრევებიდან  25 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანა, თუმცა სტიქიამ სოფლის  480 მკვიდრიდან  68 იმსხვერპლა.

ორშაბათს მაროკოს ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ მაშველთა ჯგუფები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ.   

მაროკოს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 800 აჭარბებს, დაშავებულთა რიცხვი კი 2 ათას 500 აღემატება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში