აშშ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციებით ემუქრება

12 სექტემბერი 2023, 14:00 429 ნახვა

„აშშ მზად არის დააწესოს ახალი სანქციები, თუ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდებიან“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. 

მისი თქმით, აშშ ყურადღებით აკვირდება ამ შეხვედრას. „ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი გადაცემა იქნება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა. აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში