საქართველოს ელჩი ჩამოსული იყო კონსულტაციებზე თბილისში, ველოდებით, როდის დაბრუნდება ის კიევში და გადასცემს კიევს ქართული მხარის პოზიციას - ოლექსანდრ შულგა

13 სექტემბერი 2023, 13:30 493 ნახვა

ველოდებით, როდის დაბრუნდება საქართველოს ელჩი კიევში და გადასცემს კიევს ქართული მხარის პოზიციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ოლექსანდრ შულგამ განუცხადა.

მისივე თქმით, დიპლომატიის ფრონტზე სიტუაცია რჩება იგივე.

„ელჩი ჩამოსული იყო თბილისში კონსულტაციებზე და ამ კონსულტაციების შემდეგ ველოდებით, როდის დაბრუნდება ის კიევში და გადასცემს კიევს ქართული მხარის პოზიციას. ასევე, იმ საკითხების შესახებაც გადასცემს ინფორმაციას, რომელიც იქნება წამოჭრილი“, – განაცხადა ოლექსანდრ შულგამ.

მან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეც და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეძლოს კვალიფიციური დახმარების მიღება კლინიკაში.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომუნიკაციის სტადია უცვლელია.

„ჩვენ გავგზავნეთ თხოვნა იმის შესახებ, რომ უკრაინელმა ომბუდსმენმა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ისევ იქ ვრჩებით, სადაც ვიყავით. არცერთი ოფიციალური უწყებისგან არ მიგვიღია პასუხი. ჩვენ მივმართავთ იმის შესახებ, რომ უნდა იყოს ჰუმანიტარული აქტი. ბატონმა სააკაშვილმა უნდა შეძლოს კვალიფიციური დახმარების მიღება კლინიკაში“, – განაცხადა ოლექსანდრ შულგამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში