წელს 16 მსჯავრდებული სტუდენტი გახდა - სპეციალური პენიტენციური სამსახური

13 სექტემბერი 2023, 13:56 696 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 16 მსჯავრდებული გახდა.

უწყების ცნობით, პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზნით გასულ წელს პენიტენციურ სისტემაში „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად ზრუნვას აგრძელებს. ამ მიმართულებით სისტემაში წარმატებულად გატარებული რეფორმების შედეგად წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები მსჯავრდებულებმა წარმატებით ჩააბარეს – სტუდენტი გახდა დამატებით 16 მსჯავრდებული.

პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზნით გასულ წელს პენიტენციურ სისტემაში „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა. ახალი პლატფორმა მათთვის შესაძლებლობას ქმნის, დისტანციურად მიიღონ უმაღლესი აკადემიური განათლება, ონლაინ რეჟიმში დაესწრონ ლექციებს და ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

დაწესებულებებში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი მსჯავრდებულების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება; უმჯობესდება უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის საშუალებები; დაკმაყოფილებულია ჩასაბარებლად მოსამზადებელი ეტაპისთვის ყველა საჭიროება.

განათლების მიღების მაღალი ხელმისაწვდომობა ნებისმიერ მსჯავრდებულს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციაში დაეხმარება"- განმარტავენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში