ყვარლის ტბაზე დაკავებულები მოსამართლემ გაამართლა

13 სექტემბერი 2023, 14:01 628 ნახვა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის საქართველოში ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული არცერთი პირი არ დააჯარიმა. მოსამართლე იოსებ აბრამიძემ  "ყვარლის ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 14 ადამიანიდან მხოლოდ სამს მისცა სიტყვიერი შენიშვნა, დანარჩენი 11 - გაამართლა.

პოლიცია  ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს "კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას" და "წვრილმან ხულიგნობას"  ედავებოდა. „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 20 მაისს გაიმართა. იგი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და იქვე იგეგმებოდა ლავროვის შვილის მაზლის საქორწინო წვეულება.ამავე აქციის გამართვამდე  დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძე. 

საქმეს გურჯაანის სასამართლო ცალკე განიხილავს და გადაწყვეტილებას მოსამართლე  14 სექტემბერს გამოაცხადებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში