მედიაში გასული ინფორმაცია, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას, შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს - თავდაცვის სამინისტრო

13 სექტემბერი 2023, 16:25 681 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედია საშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად.

მოვუწოდებთ საზოგადოებას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში