ხვიჩა კვარაცხელია ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზზეა ნომინირებული

14 სექტემბერი 2023, 20:18 815 ნახვა

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ფიფამ ყოველწლიური ჯილდოს The Best Men’s Player-ზე წარადგინა. ქართველი ფეხბურთელი წლის საუკეთესო 12 ფეხბურთელს შორის მოხვდა.

ხვიჩას გარდა სიაში ხულიან ალვარესი, მარსელო ბროზოვიჩი, კევინ დე ბრუინი, ილქაი გიუნდოგანი, ერლინგ ჰაალანდი, როდრი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ვიქტორ ოსიმენი, დეკლან რაისი და ბერნარდო სილვა არიან.

ტრადიციულად, ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა გულშემატკივრების, ჟურნალისტების, ეროვნული ნაკრებების კაპიტნებისა და მწვრთნელების ხმის მიცემით ხდება.

გულშემატკივართა გამოკითხვა ფიფას ოფიციალურ საიტზე 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ რომ ხვიჩა კვარაცხელია ცოტა ხნის წინ ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის დაასახელეს.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში