გურიაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

15 სექტემბერი 2023, 10:14 599 ნახვა

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 

ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური გზები გაწმენდილია. მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებას უკვე მიეწოდება დენი.

სტიქიის ზონაში კვლავ მუშაობენ გეოლოგები - შემოწმებულია 650-მდე საცხოვრებელი სახლი. მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მობილიზებულია სოფლებში - შრომა და კონჭკათი, რომლებიც სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა.

მიმდინარეობს ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები. მშენებლობის დასრულებამდე გადაადგილება დროებითი ხიდისა და შემოვლითი გზის საშუალებით მოხდება.

რეგიონში მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში