სახელმწიფო გურიაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული, ან დანგრეული სახლის მფლობელებს დაეხმარება

15 სექტემბერი 2023, 11:32 572 ნახვა

გურიაში, ვისაც სახლი დაენგრა, ვისი სახლიც გამოუსედეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება. ოჯახებს გადაეცემათ ახალი სახლი, ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაზარალებულ მოქალაქეებს ამ კუთხით სანერვიულო არ აქვთ.

'გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა, სახლებში გაჩერება შეუძლებელია, არ შეიძლება იქ ცხოვრება. ეკონომიკურ საბჭოზე ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვისაც სახლი დაენგრა, ვისი სახლიც გამოუსედეგარი გახდება, უკლებლივ ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ახალი სახლი, ან ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს. ეს მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის. არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ყველაფერში დავეხმარებით და მათ პრობლემებს მოვაგვარებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში