რომან დოლიძის მეტოქე ბრძოლას ჩაეხსნა

15 სექტემბერი 2023, 14:00 527 ნახვა

11 ნოემბერს ნიუ იორკში UFC-ის წლის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელში მონაწილეობა ქართველ რომან დოლიძესაც უნდა მიეღო. 35 წლის დოლიძეს ამერიკელ დერეკ ბრანსონთან უწევდა ჩხუბი, თუმცა როგორც ქართველმა სოციალურ ქსელში დაწერა, მეტოქე ბრძოლას ჩაეხსნა.

ზუსტი მიზეზი, თუ რატომ იუარა ბრანსონმა ქართველთან დაპირისპირება, უცნობია. რომან დოლიძის განცხადებით, ის მზადაა წლის ბოლოს რობერტ უიტეკერს ან ჯარედ კანონიერს შეებრძოლოს.

ამჟამად ქართველი UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მეშვიდე პოზიციას იკავებს, მის მიერ დასახელებული რობერტ უიტეკერი კლასიფიკაციაში მესამეა, ხოლო ჯარედ კანონიერი – მეოთხე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში