ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში 60 უკრაინელი დევნილი სწავლობს

15 სექტემბერი 2023, 14:03 764 ნახვა

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლა  კი ერთადერთია ქალაქში, სადაც უკრაინელი ბავშვები სწავლობენ.  უკრაინიდან დევნილი 60-ზე მეტი მოსწავლე ჩაირიცხა წელს, რომლებსაც სხვა მოსწავლეებთან ერთად კომპიუტერები და წიგნები საჩუქრად გადაეცათ.   

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში  სულ 1441 მოსწავლე ირიცხება, აქედან წელს 128 პირველკლასელია.

ცნობისთვის, დაბა ჩაქვის 1-ელ და ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლებში საერთო ჯამში უკრაინიდან დევნილი 80 მოსწავლე ირიცხება, რომლებიც მე-2 ცვლაში გააგრძელებენ სწავლას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში