საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

15 სექტემბერი 2023, 17:38 587 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძეს უნგრელი კოლეგა კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი მასპინძლობს. უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე გაამახვილა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში