საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთის ნაკრები დაამარცხა

15 სექტემბერი 2023, 23:15 648 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდის პირველ შეხვედრაში შინ სომხეთის ნაკრები 2-1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ავთანდილ ასათიანი მეასე შეხვედრაში გაუძღვა და სიმბოლური ციფრი გამარჯვებით აღნიშნა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლები თოდუამ და ბრუნო გომეშმა გაიტანეს.

შემდეგ შეხვედრას ასათიანის გაწვრთნილი ნაკრები 21 სექტემბერს გასვლაზე პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში