პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ

16 სექტემბერი 2023, 14:00 542 ნახვა

ევროკომისიამ არ გაახანგრძლივა უკრაინიდან მის მოსაზღვრე ქვეყნებში მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო. აკრძალვას ვადა 15 სექტემბრამდე ჰქონდა.

ამასთან, პოლონეთის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, რომ ის, თავის მხრივ, არ გააუქმებს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას.

მანამდე უნგრეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ იმავეს გააკეთებდნენ ევროკომისიის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. უკრაინის მოსაზღვრე ყველა ქვეყნიდან მხოლოდ ბულგარეთი ეთანხმება ევროპული გადაწყვეტილების განხორციელებას.

ცნობისთვის, ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გარკვეული სახეობის ექსპორტზე აკრძალვა 2 მაისს დააწესა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში